ფეხბურთი

0:49 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” ჰალკით დაინტერესდა

ბრაზილიის ნაკრების და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდი ჰალკი ფრანგული “მონაკოს” ინტერესის სფეროში მოექცა.

ფრანგული სეზონის სტარტზე განცდილი 2 მარცხის თავზე, მონაკოელთა ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერებას ფიქრობს და ყურადღება ჰალკს მიაპყრო.

კლუბიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი შემტევის წარმომადგენელთან პირველი შეხვედრა უკვე შედგა.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელს “ზენიტთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

0.114274