ფეხბურთი

17:13 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” არგენტინის ნაკრების მეკარით გაძლიერდა

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “მონაკომ” გენუის “სამპდორიას” მეკარე სერხიო რომერო ინათხოვრა. გენუელთა ოფიციალური საიტის ცნობით, არგენტინის ეროვნული ნაკრების 26 წლის გოლკიპერი საფრანგეთში 2013-2014 წლების სეზონს სრულად ჩაატარებს.

სეზონის ბოლოს, “მონაკოს” რომეროს გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც ექნება. თავის მხრივ, მეკარეს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს და ერთობ ამბიციურ “მონაკოში” თამაში ხიბლავს.

ცნობისათვის, რომეროს არგენტინის ნაკრებში 39 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114441