ფეხბურთი

18:13 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩმა "რეალთან" გაახანგრძლივა

 

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

28 წლის ფეხბურთელს წინა კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატს ხელფასიც გაეზრდება.

ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალს" 2012 წელს ლონდონის "ტოტენჰემიდან" შეუერთდა. მას შემდეგ, სამეფო კლუბის მაისურით, ხორვატმა ფეხბურთელმა 103 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 17 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114019