სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ინტერვიუები

10:23 | 20.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ხუციშვილი: “გერმანიის, უნგრეთის და საბერძნეთის ვარიანტები მაქვს”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიხეილ ხუციშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც კი ოდესმე სერბეთის სუპერლიგაში უთამაშია. 30 წლის ფორვარდი შარშან ამ დროს გადავიდა ბაქოს “ოლიმპიკიდან” ნოვი სადის “ვოივოდინაში”, მანამდე კი, “ხუცო” ზედიზედ ორი წელი საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა – ჯერ ბოლნისის “სიონში”, შემდეგ კი თბილისის “დინამოში”, სადაც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობასაც კი უწია.
რაც შეეხება “ვოივოდინას”, ეს კლუბი გასულ სეზონში მოულოდნელად ჩაერია სერბეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და იმდენი “ითავხედა”, რომ “ცრვენა ზვეზდას” საკმაოდ გაუსწრო ქულებით და მხოლოდ “პარტიზანს” ჩამორჩა. მიმდინარე სეზონში კი, ხუციშვილის გუნდის მაქსიმუმი მესამე ადგილი იქნება, რადგან ორივე სერბულ გრანდს ძალიან ჩამორჩება.
“მსოფლიო სპორტი” ხუციშვილს სერბეთში დაუკავშირდა.
- უპირველესად, შენი და გუნდის მზადებაზე გვითხარი.
- 30 იანვარს წავალთ თურქულ შეკრებაზე, მანამდე კი სერბეთში ვემზადებით. ახლა ჯანმრთელად ვარ, თუმცა რაც აქ ჩამოვედი, კუნთი ორჯერ გავიწყვიტე და ესაა მიზეზი, რომ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ვხვდები.
- შენი კონკურენტი დრაგან მრჟდაა? “ვოივოდინას” გატანილი გოლების ლამის 70 პროცენტი მასზე მოდის…
- კი, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მსოფლიო ჩემპიონატზეც წაიყვანენ სერბეთის ნაკრებში. ერთი ფორვარდით ვთამაშობთ და თან, გამთამაშებლის გარეშე. ორი დღის წინ, “ვოივოდინას” კიდევ ერთი ფორვარდი, დანიელ ალექსიჩი იტალიურ “ჯენოაში” გაიყიდა. ალექსიჩი სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.
- ამდენად, კონკურენცია ახლა ნაკლები იქნება და უფრო მეტს ითამაშებ?
- შესაძლოა. თუ გუნდში დავრჩი, ალბათ, ხშირად მომიწევს თამაში.
- შეიძლება, ამ ზამთარსვე გადახვიდე სხვაგან? რა ვარიანტები გაქვს?
- რამდენიმე დღის წინ, “ვოივოდინას” პრეზიდენტი ცალკე მესაუბრა, შენით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის, ასევე, საბერძნეთისა და უნგრეთის კლუბები არიან დაინტერესებულნიო. პრეზიდენტმა მკითხა, რას იზამ, წახვალო? რა უნდა მეპასუხა: თუ სამივე მხარე კმაყოფილი დავრჩებით, რატომაც არ წავალ-მეთქი. მე ნამდვილად არ ვიცი გუნდების სახელები. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ სამ კლუბს ვუნდივარ და თურქეთში ტესტ-მატჩებზე დამაკვირდებიან. ისე, ზაფხულშიც მქონდა კარგი ვარიანტები: მეორე ბუნდესლიგის “ზანქტ პაულს” სურდა ჩემი შეძენა, ხოლო უნგრეთის მტკ-ს ხელმძღვანელობა გამზადებული კონტრაქტით მოდიოდა სერბეთში.
- რატომ ჩაიშალა?
- სწორედ მაშინ გავიწყვიტე კუნთი.
- კი მაგრამ, 31 იანვარს სატრანსფერო ფანჯარა იკეტება და როგორ გადახვალ სხვაგან?
- არის მაგის შესაძლებლობაც. აი, როგორც საქართველოშია, ხომ შეიძლება შუა მარტში ფეხბურთელის აყვანა…
- “ვოივოდინასთან” კონტრაქტი როდის გიმთავრდება?
- ერთი წელი კიდევ დამრჩა.
- სერბეთის ჩემპიონატში თამაშის როგორი სპეციფიკაა და რა მხრივ გაგიჭირდა ყველაზე მეტად?
- ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ლამის, ყველა გუნდში ცენტრალური მცველი არ არსებობს, 190 სანტიმეტრი მაინც რომ არ იყოს. ტექნიკაც ჭრის, მაგრამ პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა იყო “ლომივით”.
- “ვოივოდინას” წლეულს რა მიზნები აქვს?
- მესამე ადგილზე გასვლა, რაც, ალბათ, მოხერხდება კიდეც. შარშან “ცრვენა ზვეზდა” ჩამოვიტოვეთ, მაგრამ ამ სეზონში ორივე ბელგრადულმა კლუბმა ძალიან გაგვისწრო. “ვოივოდინა”, “პარტიზანი”, “ცრვენა ზვეზდა” და ოფკ – ამ გუნდებს ყველა 10-კაციანი დაცვით ეთამაშება, საკუთარ საჯარიმოში იკეტებიან. სამაგიეროდ, სერბეთის თასის ნახევარფინალში ვართ გასულები და უფრო მანდ გავაკეთებთ აქცენტს. თუმცა, ზუსტად ის ოთხეულია დარჩენილი, რაც ჩამოვთვალე.   
- “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთზე გადამტერებულები, ეს ცნობილია. “ვოივოდინასაც” ასეთი დამოკიდებულება აქვს ბელგრადულ კლუბებთან?
- მთლად მასეთი არა, მაგრამ ჩვენთან არც “პარტიზანი” უყვართ და არც "ცრვენა ზვეზდა". ან როგორ ეყვარებათ, ორი წლის წინ “პარტიზანის” ფანმა თამაშის შემდეგ “ვოივოდინას” ფანი მოკლა - პისტოლეტით შუბლი გაუხვრიტა.
- გასაგებია. სერბეთში, სულ რამდენიმე წლის წინ ბომბები ცვიოდა. ახლაც თუ არის დაძაბულობა და რამდენად?
- არა, პირადად მე არაფერი შემიმჩნევია. სიმშვიდეა. რა თქმა უნდა, კვალი დღესაცაა დარჩენილი და რაც ნატო-სგან მიიღეს, სერბებს არასოდეს დაავიწყდებათ, მაგრამ დაძაბულობა აღარაა.
- ეკონომიკური გაჭირვება თუ იგრძნობა სერბეთში?
- ოდნავ. თითქმის ვერ შეამჩნევ. მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის 10 პროცენტი თუ საუზმობს გარეთ, რესტორანსა და კაფეებში. აქ კი, თითქმის ყველა კაფე-რესტორანი სავსეა ხოლმე. როცა ყავის დასალევად ერთ, ან ორ ევროს სისტემატიურად იხდი, ესე იგი, ძალიან არ გიჭირს. ისე, ნოვი სადი ლამაზი ქალაქია, სიდიდით სერბეთში მეორეა. ახლახანს ევროპის ჩემპიონატი რომ ჩატარდა ჭადრაკში, ქართველები ვნახე და ძალიან გამიხარდა.
- სერბეთის ჩემპიონატში, კლუბების დაშლა, ან მსგავსი ამბები ხდება?
- ადრე ხდებოდა - ომის პერიოდში და ცოტა შემდეგ წლებშიც. კაცის კვლა აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო და არაერთი კლუბის პრეზიდენტი თუ მფლობელი მოუკლავთ. გაუჩნდებოდა ვინმეს ფული, კლუბს წამოსწევდა ფეხზე და მისი სიკვდილის შემდეგ კლუბიც კვდებოდა.… ახლა უკვე აღარ ხდება. ეგ კი არა, მეორე ლიგის კლუბებში 400-500 ევრო აქვთ ფეხბურთელებს ხელფასი.
- სერბეთის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ციკლი მძლავრად ჩაატარა. რისი ეიმედებათ მაქაურ სპეციალისტებსა და ქომაგებს სამხრეთ აფრიკაში?
- ძალიან იმედიანად არიან. ხშირად საუბრობენ საბერძნეთის ნაკრების მაგალითზე - მაგათ თუ ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ჩვენ უფრო მეტი რატომ არ შეგვიძლიაო.…უფრო მეტი რაღა არის, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონობას გულისხმობენ. ისე, ძალიან სპორტული ერია სერბეთი. მარტო ფეხბურთში კი არა, სპორტის ლამის ყველა სახეობაში სასწაული გულშემატკივრობა იციან. ფრენბურთში ერთი ჩვეულებრივი შეხვედრის დროსაც კი დარბაზი გადაჭედილია და ყურთასმენა წაღებულია- ხოლმე. ასეთი არაფერი მინახავს.
- და ბოლოს, ორი წლის წინ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული კი იყავი, მაგრამ თამაში არ მოგიწია. თუ გაქვს იმის პრეტენზია, რომ ნაკრებში უნდა გიძახებდნენ?
- პრეტენზია როგორ ვთქვა. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის ოცნება უნდა იყოს ნაკრებში თამაში და ამბიციაც უნდა ჰქონდეს. მეც, გარკვეულ დონეზე, მაქვს.

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115006
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X