ფეხბურთი

16:04 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიგინეიშვილი ვარჯიშს რამდენიმე დღეში დაიწყებს

 თბილისის “დინამოს” მეკარე ომარ მიგინეიშვილი ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესატაშემ გიგა გვენცაძემ აცნობა.

მიგინეიშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადადებულ მე-4 ტურში, “დინამო” – “ქობულეთის” მატჩის (6:0) მეორე ტაიმში დაშავდა. ის მეტოქის ფეხბურთელს შეეჯახა და სტადიონიდან კლინიკაში სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს.

მას შუბლზე ნაკერები დაადეს და ეჭვობდნენ, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს პროგნოზი არ გამართლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111119