ფეხბურთი

15:44 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიგინეიშვილი “დინამოში” დაბრუნდა

 

ომარ მიგინეიშვილის საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” ტრანსფერი არ შედგა. ამის შესახებ ზესტაფონელთა პრესსამსახური იუწყება.

მიმდინარე სეზონი მიგინეიშვილმა ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო, ხოლო შემდეგ თბილისის “დინამოს” მიაშურა, სადაც საქართველოს თასზე ხობის “კოლხეთთან” ითამაშა. ზამთარში მან “ზესტაფონს” მიაშურა, რომელთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ფიფას წესდებით ფეხბურთელს ერთი წლის განმავლობაში სამ გუნდში თამაში არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, 29 წლის მეკარე “დინამოში” დაბრუნდა.

0.117589