სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

1:20 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მელია მე-2 ადგილს ინარჩუნებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევროპის XIV ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქალთა შორის მე-9 ტურის პარტიები შედგა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ ტან ჰოანგთან (უნგრეთი, 2467) პარტია ფრედ დაასრულა საერთაშორისო დიდოსტატმა სალომე მელიამ (2428) და 7.0 ქულით მე-2 ადგილი შეინარჩუნა, უნგრეთის სახელით მოასპარეზე ვიეტნამელი დიდოსტატი კი 7.5 ქულით პირველ პოზიციაზე დარჩა.

ამასთანავე, სალომემ გასული ყაიმის წყალობით, ვაჟთა შორის დიდოსტატის მეორე ბალიც შეასრულა და რეიტინგის საჭირო – 2500 ნიშნულამდე მიღწევის შემდეგ, მამაკაცთა შორის დიდოსტატადაც  მოგვევლინება.

7.0-7.0 ქულით, II-V ადგილებს მელია, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2489), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2497) და მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2435) ინაწილებენ.

საკმაოდ დაძაბულ ენდშპილში ასევე ფრედ დაასრულა შეხვედრა წარმატებით მოასპარეზე ახალგაზრდა  ქართველმა დიდოსტატმა მერი არაბიძემ, რომლის მეტოქეც რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრ ნატალია პოგონინა (2478) გახლდათ.

არაბიძე 6.5 ქულით მე-6 ადგილზეა, ასეთივე მონაგარის მქონე ბელა ხოტენაშვილი (2512) კი, რომელმაც ამჯერად შავი ფიგურებით უკრაინელი ინა გაპონენკო (2393) დაამარცხა, დამატებითი მაჩვენებლებით, მეათეა.

ბოლოსწინა მე-10 ტურში ცენტრალური კოსტენიუკი-ჰოანგის პარტია იქნება, გამოვარჩევთ მელია-ჩმილიტეს, გირია (რუსეთი, 2437)-ხოტენაშვილის და არაბიძე-კოვანოვას (რუსეთი, 2371) შეხვედრებსაც.

ევროპის ქალთა XIV ინდივიდუალური ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 3 აგვისტოს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 10 500 ევროს მიიღებს, მეორე პოზიციაზე გასული – 8 250-ს, მესამეადგილოსანი 6 500 ევროთი დაჯილდოვდება, ჯამში კი თანხა ოც მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.

ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები:

2. სალომე მელია (2428) – 7.0 ქულა (+24.1)

6. მერი არაბიძე (2320) – 6.5  ქულა (+41.55)

10. ბელა ხოტენაშვილი (2512) – 6.5 ქულა (+2.4)

17. სოფიკო გურამიშვილი (2421) – 6.0 ქულა (+6.3)

18. ნანა ძაგნიძე (2558) – 6.0 ქულა (-8.2)

25. ლელა ჯავახიშვილი (2465) – 6.0  ქულა (-4.8)

31. მაკა ფურცელაძე (2349) – 5.5 ქულა (22.05)

32. მაია ლომინეიშვილი (2351) – 5.5 ქულა (+11.7)

33. ნინო ხურციძე (2443) – 5.5 ქულა (1.6)

60. სოფიო გვეტაძე (2341) – 5.0 ქულა (-1.2)

62. ნინო ბაციაშვილი (2405) – 5.0 ქულა (-8.9)

71. სოფიო ნიკოლაძე (2163) – 5.0 ქულა (+4.2)

111. მირანდა მიქაძე (2314) – 4.0 ქულა (-25.2)

118. ანა გავაშელი (2170) – 4.0 ქულა (-8.55)

132. მადონა ბოკუჩავა (2109) – 3.5 ქულა (-14.55)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118474
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X