ფეხბურთი

18:52 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსი ნანობს

ახლო წარსულში გერმანიის ნაკრების ვარსკვლავმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ თავადაა დამნაშავე იმაში, რომ დღემდე ბუნდესლიგაში მწვრთნელად ვერ მუშაობს: “ადამიანს ხშირად ეშლება რაღაცები. მთელი ცხოვრება ისე გავატარე, როგორც მინდოდა და უამრავი შეცდომა დავუშვი”, - ამბობს მათეუსი.

თავის დროზე ის სკანდალურ ტელეშოუში “Lothar – Immer am Ball” (“ლოთარი - ყოველთვის ბურთთან ერთად”) მონაწილეობდა და საფეხბურთო სამყაროში ბევრი მტერი გაიჩინა. მოთამაშეობისას მას არც პირად ცხოვრებაში აკლდა სკანდალები. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ბუნდესლიგის კლუბების მეპატრონეები მასთან საქმეს არ იჭერენ.

“მწვრთნელად ავსტრიაში, სერბეთში, უნგრეთში, ბრაზილიაში, ისრაელსა და ბულგარეთში ვმუშაობდი. თავი ნამდვილ პროფესიონალად წარმოვაჩინე. ყველა ხედავდა, ჩემთან ყოფნისას როგორ უმატებდნენ გუნდები და ფეხბურთელები, მაგრამ ბუნდესლიგაში მუშაობის საშუალება ჯერ არ მომეცა”, – წუხს 52 წლის მათეუსი, ვისაც გერმანიის ნაკრებში ყველაზე მეტი – 150 მატჩი ჩაუტარებია.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110583