ფეხბურთი

17:32 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “ბარსას” ახალი მცველი არ სჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” ახლადდანიშნულმა თავკაცმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, მის გუნდს ახალი ცენტრალური მცველით გაძლიერება არ სჭირდება.

“ახლანდელი შემადგენლობა მაკმაყოფილებს და ახალი მცველის შეძენას არ ვგეგმავთ. გასულ სეზონში, გუნდში ბევრი ტრავმირებული იყო. თუკი ყველანი ჯანმრთელები მეყოლებიან, დაცვის ცენტრის არაერთი ვარიანტი გვექნება. პუიოლის აღდგენითი პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მის დაბრუნებას სექტემბერში ველით. გვყავს პუიოლი, პიკე, მასკერანო, ბარტრა და ადრიანო. თუკი ვინმე დაშავდება, სულ რამდენიმე თვეში ზამთრის სატრანსფერო სეზონიც იქნება და მცველს მაშინ დავიმატებთ”, - ციტირებს მარტინოს სიტყვებს Goal-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებს ლონდონის “ჩელსის” მცველი დავიდ ლუისი სურდათ.

 

0.113052