ფეხბურთი

19:35 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “ბერარდი, მომდევნო სეზონში, “იუვენტუსში” ითამაშებს”

მას შემდეგ, რაც დომენიკო ბერარდიმ “მილანის” კარში 4 გოლი გაიტანა, “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მომდევნო სეზონს ტურინულ გუნდში დაიწყებს.

“სასუოლოსთან” შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონში ბერარდი “იუვენტუსში” ითამაშებს.

გსურს, მის პროგრესს დავაკვირდეთ. ბერარდიმ უნდა იცოდეს, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ხოლო “იუვენტუსში” თამაში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებისთვისაც კი რთული გამოცდაა. ბერარდი მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს.” – ციტირებს მაროტას სიტყვებს Corriere dello Sport-ი.

“იუვენტუსმა” ბერარდი გასულ ზაფხულში “სასუოლოდან” შეიძინა და ახალგაზრდა ფორვარდი იმავე გუნდში გაანათხოვრა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, 19 წლის ფეხბურთელმა 15 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ჯუზეპე როსის ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114638