ფეხბურთი

18:34 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკესი: “ბარსელონას” დაცვაში საგანგაშო მდგომარეობაა”

“ბარსელონას” ყოფილი ცენტრალური მცველი რაფაელ მარკესი აცხადებს, რომ პსჟ-სთან გასამართ მატჩში, კატალონიელებს უფრო დიდ პრობლემას უკანა ხაზში არსებული დანაკლისი შეუქმნის, ვიდრე ლიონელ მესის არყოფნა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, პსჟ-სა და “ბარსელონას” შორის გამართულ შეხვედრაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და განმეორებით მატჩში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პარიზული კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო.

“ვიცნობ რა ლეოს, ვიცი, რომ ის პსჟ-სთან სათამაშოდ ყველაფერს გააკეთებს. იმედი მაქვს, ის მალე დაბრუნდება, რადგან კატალონიელთათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

თუმცა, ვთვლი, რომ დაცვაში არსებული პრობლემები უფრო საგანგაშოა. ამ პოზიციაზე, გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. დიახ, შემცვლელები არსებობენ, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ უკეთესია, მოედანზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გავიდნენ.

როგორ დავაყენებდი შემადგენლობას მე? უპირატესობას პიკე-ბუსკეტსის დუეტს მივანიჭებდი. ისინი შეთამაშებულნი არიან, რადგან სერხიოს დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილება აქვს.

გუნდის გაძლიერება ჩემი საქმე რომ იყოს, არჩევანს ტიაგუ სილვაზე შევაჩერებდი. ის ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც “ბარსელონას” შეეფრება.” – აცხადებს მექსიკური “ლეონის” 34 წლის მცველი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112795