ესპანეთის ქალაქ უესკაში საჭადრაკო ტურნირს 7 ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავდა – 6,5-6,5 ქულა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილსა და ისრაელის წარმომადგენელ დან ზოლერს. მერვე ტურში სწორედ ეს მოჭადრაკეები შეხვდნენ ერთმანეთს. მარგველაშვილი გამარჯვების მოპოვებით ჩემპიონობას უახლოვდებოდა, მაგრამ მან პარტია დათმო და ერთპიროვნული ლიდერობა ზოლერს გადაულოცა. გიორგი ახლა მეექვსე ადგილზეა და მეცხრე ტურში ჩეხ ზბინეკ ჰრაჩეკს ხვდება. 6-6 ქულა აქვთ კონსტანტინე შანავასა და თორნიკე სანიკიძეს.







