ფეხბურთი

12:13 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" - "რეალის" მატჩში რეკორდი დაფიქსირდა

 

ევროპული კლუბების წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური მატჩები უკვე სიახლე აღარაა. ამჯერად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთმანეთის პირისპირ ბებერი კონტინენტის უპოპულარესი კლუბები "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" წარსდგნენ.

აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა _ 3:1. ამ მატჩში მაყურებლების დასწრების მხრივ სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა _ 109 318. მიჩიგანის სტადიონზე, ამერიკის ფეხბურთის ისტორიაში აქამდე სარეკორდო მაჩვენებელი 101 799 ადამიანი იყო.

მანჩესტერელთა მხრიდან გოლები ხავიერ ერნანდესმა (ჩიჩარიტო) და იანგმა (დუბლი) გაიტანეს, ხოლო "რეალის" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი გარეთ ბეილი (პენალტი) გახდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 1950 წელს, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიის და ურუგვაის ფინალურ მატჩში მაყურებელთა რაოდენობა 173 850 ადამიანს შეადგენდა. აღნიშნული რაოდენობა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში დღემდე სარეკორდოა. სამხრეთამერიკული ფინალი მასპინძელთა მარცხით დასრულდა _ 1:2 და არაოფიციალური მონაცემებით ამ მატჩს 200 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო.

გიორგი ბალახაძე

თეგებიმადრიდის
0.117731