ფეხბურთი

0:18 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” კაბელაში 15 მილიონს იხდის

ფრანგული “მონპელიეს” 24 წლის ნახევარმცველი რემი კაბელა, მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” ვიხილოთ.

ცოტა ხნის წინათ კაბელამ განაცხადა, რომ ის “მონპელიეს” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ “მანჩესტერი” ახალ ნახევარმცველს ეძებს. იტალიური Tutto Mercato-ს ცნობით, ინგლისელები მზად არიან ფრანგ ნახევარმცველში 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.

რემი კაბელა “მონპელიეს” სკოლის აღზრდილია. ფრანგული გუნდის მაისურით ჩატარებულ 114 თამაშში მან 28 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113804