ფეხბურთი

17:35 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტის” 50 მილიონით დასჯიან

უეფა ინგლისურ საფეხბურთო კლუბს “მანჩესტერ სიტის” უეფას ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევისთვის 50 მილიონი გირვანქით დასჯის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ “სიტის” დამატებითი დრო მისცა, რომ მოემზადებინა დოკუმენტაცია, სადაც კლუბის ეკონომიკური სიტუაცია იყო ასახული, მაგრამ უეფა მანჩესტერელთა მიერ მიწოდებულ საბუთებში ახალი ვერაფერი ნახა და ამიტომ, კლუბის მიმართ მკაცრი სანქცია გამოიყენა.

გარდა ამისა, “მანჩესტერ სიტის” მომავალი სეზონისთვის სატრანსფერო ბიუჯეტი შეუზღუდეს. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ფეარ პლეის წესების თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში “სიტის” ხარჯი შემოსავალზე 37,5 მილიონ გირვანქაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, სხვაობამ 149 მილიონი გირვანქა შეადგინა.

ოფიციალურად საჯარიმო სანქციები ძალაში არ შესულა. “სიტი” უეფას განაჩენს არ ეთანხმება და შეეცდება კიდევ ერთხე დაამტკიცოს, რომ ასეთ მკაცრ სასჯელს არ იმსახურებს.

 

0.114611