ჩოგბურთი

17:37 | 3.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მამაკაცებმა მეოთხედფინალისტები გაარკვიეს

უიმბლდონის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ინგლისელ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ პლანეტის რეიტინგსიის სათავეში მოხვედრა მისი დიდი ხნის სანუკვარი ოცნება იყო. სერბისთვის ასევე უმნიშვნელოვანესი უიმბლდონის მოგებაცაა, რაც მან გასულ წელს ერთხელ უკვე მოახერხა. თუმცა, “ნოლემ” მასმედიელებს ისიც აუწყა, რომ მიღწეულს არ დაჯერდება. “სადღეისოდ საუკეთესო ჩოგბურთს ვთამაშობ და მნიშვნელოვანი ტურნირების მოსაგებად კვლავინდებურად არაფერს დავიშურებ”, - დასძინა ჯოკოვიჩმა.

ამასობაში ჯოკოვიჩის სამეოთხედფინალო მეტოქეც გაირკვა. ნახევარფინალში გასასვლელად “ნოლე” 29 წლის გერმანელ ფლორიან მაიერს (31) დაუპირისპირდება, რომელმაც ფრანგ რიშარ გასკეს ოთხსეტიანი, ორდღიანი მარათონი 6:3, 6:1, 3:6, 6:2 მოუგო და უიმბლდონის 8 უძლიერეს მამაკც მოთამაშეს შორის გავიდა. მთლიანობაში შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მაიერმა 14 ეისი განახორციელა. მაიერის და გასკეს ურთიერთშეხვედრათა ბალანსი კი ჯერჯერობით ფრანგის სასარგებლოდაა (3:2). 
ბრიტანელთა მთავარი საუიმბლდონო იმედი ენდი მარეიც (4) მეოთხედფინალში გავიდა. შოტლანდიელმა საკმაოდ იოლად, 3 სეტით მოახერხა ხორვატი მარინ ჩილიჩის (16) წინააღმდეგობის დაძლევა. ენდიმ მატჩის მსვლელობისას 16 ეისი შეასრულა, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი ესპანელი დავიდ ფერერისა (7) და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს (9) მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა. პირენელმა პატაგონიელი 6:3, 6:2, 6:3 გაანადგურა და მეოთხედფინალში მარეის შეხვდება. ნამატჩევს ფერერმა განაცხადა, ბალახისსაფარიან კორტზე ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენეო.
წვიმამ დროებით შეწყვიტა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგასა და ამერიკელი მერდი ფიშის ორთაბრძოლა. პირველ სეტში ფიშმა 6:4 იმარჯვა, მეორე და მესამე პარტიები აფროფრანგის სასრგებლოდ დასრულდა (7:6, 6:4), მეოთხეშიც ცონგა 4:2-ს იგებდა, როდესაც ავდრის გამო შეხვედრა შეჩერდა. მატჩის განახლების შემდეგ ცონგამ სეტი (6:4) და მასთან ერთად მატჩი მოგებამდე მიიყვანა და ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა.
 
მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
 
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1) – ფლორიან მაიერი (გერმანია, 31)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 3) – მიხაილ იუჟნი (რუსეთი, 26)
ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი, 4) – დავიდ ფერერი (ესპანეთი, 7)
ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი, 5) – ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია, 27)
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096921