ფეხბურთი

2:54 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მალიორკას“ გოლიც ეყო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36–ე ტური „მალიორკასა“ და „ბეტისის“ მატჩით დაიხურა. ქვედა სამეულში მყოფმა „იბეროსტარის“ ბინადრებმა ანდალუსიელები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და პრიმერაში ადგილის შენარჩუნების იმედი გაიმყარეს.

მატჩი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მაგრამ მასპინძლები უფრო მეტ საგოლე მომენტებს ქმნიდნენ და შეიძლება ითქვას, გამარჯვებაც დაიმსახურეს. ერთადერთი გოლი 21–ე წუთზე გავიდა, როდესაც ტომერ ჰემედმა მეკარის მოგერიებულ ბურთს ახლო მანძილიდან დაამატა და „მალიორკას“ 3 ქულა მოუტანა.

სადღეისოდ, მალიორკელები ბოლოსწინა ადგილზე არიან და გასავარდნი ზონისაგან თავის დასაღწევად 3 ქულა სჭირდებათ.

 

მალიორკა. „იბეროსტარი“.

მალიორკა – ბეტისი 1:0 (1:0)

მალიორკა: ავატი, ჰატონი, ჟერომელი, ლუნა, ბიხასი, მარტი, მარკესი (არისმენდი 82), პინა (ტისონე 35), კასადესუსი, დოს სანტოსი (ნსუე 90).

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

ბეტისი: ადრიანი, ნაჩო, ჩიკა, მარიო, ამაია, სევილია (მოლინსი 82), ბენიატი, პერესი, კარლოსი (ვადილიო 57), კასტრო, კემპბელი (პაბონი 38).

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: 1:0 ჰემედი (21)

გაფრთხილებები: მარტი (13), ჰატონი (43), არისმენდი (85) – პერესი (58), ნაჩო (75)

არში დარტყმა: 14 (7) – 3 (1) ჯარიმა: 12 - 17 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 51% - 49% 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110051