კალათბურთი

19:44 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ჯორდანი: "კობი თუ ლებრონი? 5 ტიტული ყოველთვის ჯობია ერთს"

ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ამჟამად "შარლოტ ბობკეთსის" მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა სცადა თანამედროვეობის 2 საუკეთესო კალათბურთელს - კობი ბრაიანტსა და ლებრონ ჯეიმს შორის არჩევანი გაეკეთებინა.

"ამოვირჩიო საუკეთესო ლებრონსა და კობის შორის? ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა ჩემი მოსაზრებით 5 მოგებული ტიტული ყოველთვის ჯობია ერთს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე თითქოს ვთვლიდე ლებრონი ვერ გახდება კიდევ ოთხჯერ ნბა-ს ჩემპიონი. უბრალოდ ამ მომენტისათვის ასეთი მდგომარეობაა და ჩემი არჩევანიც ბრაიანტისაკენ იხრება" - ციტირებს მაიკლის სიტყვებს Sun Sentinel.

 

გიორგი ბარბაქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113414