ფეხბურთი

20:14 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაგათი: “ყველა რთული დავალების წინაშე ვდგავარ”

“ფულემის” გერმანელი მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი მიიჩნევს, რომ ის, თავის კარიერაში, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

“ყველაზე რთული დავალების წინაშე ვდგავარ, რადგან ამჟამად, ჩემპიონატის ყველა გუნდი ჩვენზე წინაა. თუმცა, გუნდი განვითარებას განაგრძობს და დარწმუნებული ვარ, რომ “ფულემი” გავარდნას გადაურჩება.

მიმაჩნია, რომ დარჩენილი 10 თამაშის კალენდარი, ჩვენთვის, საკმაოდ კარგია.” – აცხადებს ფელიქს მაგათი.

პრემიერლიგის 28 ტურის შემდეგ, 21 ქულით, “ფულემი” ბოლო ადგილზეა. მაგათის გუნდი უსაფრთხო ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

0.115054