ფეხბურთი

0:11 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადურო პაოკ-ში გადავიდა

28 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ედვიგეს მადურო კარიერას ბერძნულ პაოკ-ში განაგრძობს.

მადურო, აქამდე, “სევილიაში” თამაშობდა. ანდალუსიურ გუნდში ის 2012 წელს, “ვალენსიადან” გადავიდა. 2012-13 წლების სეზონში ჰოლანდიელს მოედანზე რეგულარულად ვხედავდით, მაგრამ მიმდინარე სეზონში მას ერთხელაც არ უთამაშია, რაც კლუბის გამოცვლის მიზეზი გახდა.

პაოკ-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მადურომ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები და პირადი ხელშეკრულების პირობები არ ხმაურდება.

0.119071