ფეხბურთი

18:37 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას მოურას პსჟ-ში თამაში და მუნდიალი სურს

 

“პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკას მოურა კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ბრაზილიელს პარიზელთა რიგებში თამაში და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყოფნა სურს.

“არც ბრაზილიაში დაბრუნების სურვილი მაქვს და არც სხვა ევროპულ კლუბში გადასვლის. მინდა, ისტორია პსჟ-სთან ერთად შევქმნა. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და ტიტულები უნდა მოვიგო. გამოცდილებაც დამიგროვდება და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც შევძლებ. გარდა ამისა, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობასთან ერთად გავემგზავრო”, - განუცხადა მოურამ ფრანგულ პრესას.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მოურამ 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 9 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113064