ფეხბურთი

10:48 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას მოურა სამშობლოში დაბრუნებაზე დაფიქრდა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ლუკას მოურა მომავალში მშობლიურ “სან პაულუში” დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ბრაზილიელმა A Bola-სთან ისაუბრა.

“სან პაულუსადმი” ჩემი თბილი დამოკიდებულება ყველამ იცის. ეს კლუბი ძალიან მიყვარს და ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. ბრაზილია არცთუ დიდი ხნის წინ დავტოვე იმიტომ, რომ ევროპაში გეგმები მაქვს. ადრე თუ გვიან, “სან პაულუში” დავბრუნდები, მაგრამ ახლა არა. აქ პროფესიონალური და ცხოვრებისეული გამოცდილების შესაძენად ვარ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს უკეთ ვითამაშებ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ჩემი ოცნებაა და ამისთვის არაფერს დავიშურებ. ჩემი შესაძლებლობები და პოტენციალი კარგად ვიცი”, - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკას მოურა პსჟ-ში წელიწადის წინათ გადაბარგდა.

 

0.117555