ფეხბურთი

14:01 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუისი პსჟ-ში გადადის

 

ბრიტანული მედია საშუალებების ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მცველი დავიდ ლუისი ორ დღეში პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დასრულებულია და ფრანგული გრანდი ბრაზილიელ ფეხბურთელში 50 მილიონ გირვანქას გადაიხდის.

როგორც ცნობილია, ბრაზილიელი მცველისადმი ინტერესს იჩენდნენ მიუნხენის "ბაიერნი" და კატალონიის "ბარსელონა". გერმანელები მზად იყვნენ ლუისში 30 მილიონი ევრო გადაეხადათ.

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანული მედია იტყობინებოდა, რომ "ბარსელონა" უკვე შეუთანხმდა დავიდ ლუისს და ფეხბურთელი კლუბს მუნდიალის შემდეგ შეუერთდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, პსჟ-მ ყველას დაასწრო.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114482