ფეხბურთი

11:30 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “მინდა “ბარსელონას” ბურთის ფლობით ვაჯობოთ

“სელტას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსელონას” დასამარცხებლად საჭიროა თავად კატალონურმა კლუბმა ითამაშოს ცუდად. “სელტა” “ბარსელონას” პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურში უმასპინძლებს.

“იმისთვის, რომ ამ საოცარ გუნდს მოვუგოთ, აუცილებელია, მას უიღბლო დღე ჰქონდეს. ჩვენი ამოცანა კი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაა. სასურველი შედეგის მიღწევა სხვადასხვანაირად შეიძლება. მე მინდა, “ბარსელონას” ბურთის ფლობის მაჩვენებლით ვაჯობოთ, მაგრამ ეს წარმოუდგენლად ძნელი იქნება” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111722