სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:49 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: “საქართველომ სასიამოვნოდ გამაოცა”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

 

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი თბილისური ვიზიტის ფარგლებში დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვია და სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა. გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანთან შესახვედრად სამინისტროში ჟურნალისტების გარდა გერმანული ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებიც მრავლად შეიკრიბნენ და საპრესკონფერენციო დარბაზი გერმანელი ფანების ტრიბუნას დაემსგავსა.

“აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი და ქართველი ხალხის კეთილგანწყობით. ნამდვილად არ ველოდი თბილისში ჩემი ქვეყნის ამდენი გულშემატკივრის ნახვას. ასევე ვამაყობ, რომ საქართველოში შეიქმნა ფანკლუბი, რომლის პრეზიდენტიც მე ვარ. ვეცდები დაკისრებული პასუხისმგებლობა გავამართლო” – განაცხადა ლოთარ მათეუსმა და იქვე დასძინა, რომ ლევან ყიფიანის ნახვამ ძალიან გაახარა, რადგან მას აქამდეც იცნობდა.

“ჩვენ ერთმანეთი რიო დე ჟანეიროში გავიცანით, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე – აღნიშნა სპორტის მინისტრმა – ლოთარი გარდა იმისა, რომ უდიდესი ფეხბურთელი იყო, ზოგადად სპორტის დიდი ქომაგიცაა. განსაკუთრებით კი ძიუდოსი. შეგახსენებთ, ბრაზილიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და წარმატება მათეუსმა ადგილზე მოგვილოცა. მადლობა ამ ლეგენდარულ სპორტსმენს საქართველოში სტუმრობისთვის და რა თქმა უნდა, მადლობა კომპანია “ზედაზენს” მისი მოწვევისთვის. პირველი ვიზიტი შედგა. სამომავლოდ კი რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომლებზეც ამ ეტაპზე არ დავკონკრეტდები”.

ლევან ყიფიანის განცხადების შემდეგ კომპანია “ზედაზენის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა მოახსენა დამსწრეთ, რომ საქართველოში გერმანიის ნაკრების ფანკლუბის გასახსნელად, ლოთარ მათეუსის მოწვევა ფეხბურთის მოყვარულთათვის საუკეთესო საჩუქარი იყო.

“მასზე უკეთეს ელჩს ვერც შევარჩევდით. მადლობა მათეუსს და წარმატებებს ვუსურვებთ მას და გერმანიის ნაკრებს” – განაცხადა სულხანიშვილმა.

ოფიციალური კომენტარების ამოწურვის შემდეგ ლოთარ მათეუსმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. კითხვა-პასუხის რეჟიმი ერთ-ერთი რადიოს კორესპონდენტმა გახსნა, რომელმაც ვეტერან გერმანელ ფეხბურთელს თბილისში სტუმრობის მიზეზი ჰკითხა (!), ოღონდ, გერმანულ ენაზე (!!!). მათეუსმაც მშვიდა აუხსნა, ის, რაზეც უკვე მესამე დღეა, საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ გერმანიის ნაკრების შანსებს ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე?

- გერმანია ყოველთვის ფავორიტია, რა ტურნირზეც არ უნდა თამაშობდეს და ახლაც ასეა. მთავარია, ხელი ტრავმებმა არ შეუშალოს და გუნდმა თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა შეძლოს.

- ქართულ ფეხბურთზე რა იცით?

- ბევრი არაფერი. გამიგია რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის შესახებ, რომლებიც დასავლეთ ევროპაში თამაშობდნენ. ასევე ვიცი, რომ ქართველ ფეხბურთელებს დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.

- რა იყო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრების წაგების მთავარი მიზეზი და რის ხარჯზე შეძელით 4 წლის თავზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება?

- 1986-ში იყო მთელი რიგი წვრილ-წვრილი ნიუანსები, რომლებმაც საბოლოო შედეგზე იმოქმედა. 1990-ში კი როგორც ჩანს, გადამწყვეტ შეხვედრას უფრო მობილიზებულები შევხვდით.

მას-მედიასთან დიალოგის შემდეგ ლოთარ მათეუსი ლევან ყიფიანთან ერთად სპორტის სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრა და თითოეული ფოტო, თასი თუ მედალი გულდასმით დაათვალიერა. უნდა გენახათ სტუმრის გაოცებული სახე, როცა გაიგო, რომ საქართველოს 34 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს.

“ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამით გამაკვირვა. სპორტი რომ ძალიან გიყვართ და მთელ რიგ სახეობებში წარმატებულები ხართ, ფაქტია” – დასძინა მათეუსმა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.202187
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X