ფეხბურთი

11:59 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: "მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით"

 

გამთენიისას, თბილისში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი ჩამოვიდა. მასთან პირველად გასაუბრება სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” შევძელით:

-       რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?

-       მოწვევა მივიღე ქართული მხარისგან და მოხარული ვარ. მაინტერესებდა თქვენი ქვეყნის ნახვა. ჯერჯერობით ყველანაირად დადებითი შთაბეჭდილება მაქვს. ჯერ თითქმის არაფერი მინახავს, მაგრამ ქალაქს გადავხედე და მომწონს.

-       მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების შანსებს როგორ შეაფასებდით?

-       გერმანიას ყოველთვის დიდი შანსები აქვს ჩემპიონობისა. ამჯერადაც ასეა. საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელების კრებული გვყავს. მართალია, არიან დაშავებული ფეხბურთელებიც, მაგრამ ამ ჩემპიონატს მაინც იმედიანად ვუყურებთ.

-       სადღეისოდ ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად?

-       უპირველესად მარკო როისი, რომელიც მშვენიერ ფორმაშია, კრეატიული ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი.

-       ტრადიციული კითხვა – რონალდუ თუ მესი?

-       მესი. ის ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის” მფლობელი. მართალია, რონალდუც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ... თუმცა, მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც ღირსია “ოქროს ბურთის” ოთხჯერ მოგებისა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110733