ფეხბურთი

12:31 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” გულშემატკივრები “სიტის” ფანების ავტობუსს თავს დაესხნენ

“ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში გამართული მატჩის (3:2) შემდეგ ლივერპულელი ფანების მონაწილეობით უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ქვებით შეიარაღებული მასპინძელი გულშემატკივრები მანჩესტერელი ფანების ავტობუსს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის მიუღია, პოლიციამ კი მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო. მხარეები ოფიციალური კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11602