ფეხბურთი

11:19 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” იარმოლენკოს ყიდულობს

 

 სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ინგლისური “ლივერპული” კიევის “დინამოს” შემტევის – ანდრეი იარმოლენკოს შეძენას გეგმავს. Football.ua-ს ცნობით, მერსისაიდელთა ინტერესი ძალზე დიდია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი კარიერას “ენფილდზე” განაგრძობს.

საგულისხმოა, რომ იარმოლენკოს შესახებ იტალიელი ჟურნალისტებიც აქტიურად საუბრობენ და ფეხბურთელის სახელს “მილანს” უკავშირებენ. პრობლემა ისაა, რომ “როსონერის” კიეველთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ძალუძს, “ლივერპულს” კი, ფული საკმარისად აქვს.

ჯერჯერობით, კიევის “დინამოს” იარმოლენკოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115746