ფეხბურთი

18:51 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიაიჩს რიგი დაუდგა

ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველმა ადემ ლიაიჩმა კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, გუნდის შეცვლას გეგმავს. Sky Sports-ს ცნობით, ახალგაზრდა შემტევს “იებთან” მოქმედი ხელშეკრულება მომდევნო ზაფხულს ეწურება და კლუბს მისი გაყიდვა ახლავე სურს.

როგორც ირკვევა, ფლორენციელებმა ლიაიჩის ტრანსფერის თაობაზე უკვე არაერთი წინადადება მიიღეს. “მილანისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” გარდა, სერბის ყიდვა “რომას”, გელზენკირხენის “შალკესა” და ლონდონის “ტოტენჰემს” სურთ.

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ფიორენტინა” ლიაიჩს არჩევანის საშუალებას აძლევს და ახლა თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია, სად განაგრძობს კარიერას.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115929