ფეხბურთი

13:01 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიაიჩი “რომაში” რჩება

სერბი თავდამსხმელი ადემ ლიაიჩი მომავალ სეზონსაც “რომაში” ჩაატარებს. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ფეხბურთელს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა და რომელიმეს შეარჩევდა, მაგრამ ლიაიჩის აგენტმა ფალი რამადანიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი კლიენტი რომში რჩება.

“ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ადემი მომავალ სეზონშიც “რომაში” ითამაშებს. მართლაც გვქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ სერიოზული მოლაპარაკება არც ერთ კლუბთან არ წამოგვიწყია” – უთხრა რამადანიმ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას.

0.116913