ფეხბურთი

17:32 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიაიჩი “რომადან” წასვლას არ გამორიცხავს

იტალიური “რომას” შემტევი ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თავად სერბმა განუცხადა “სკაი სპორტ იტალიას”.

“დიდი ხანია არ მითამაშია, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება. ვინ ითამაშებს, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვითამაშო. წინ კიდევ 5 მატჩია და ჩემს მომავალს შემდეგ გადავწყვეტ. დავილაპარაკებთ და ვნახოთ, რა იქნება უკეთესი”, - განაცხადა სერბმა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ლიაიჩმა “რომას” შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11688