კალათბურთი

14:50 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიურმა ინტერნეტ ტელესაიტმა ქართველ ჟურნალისტთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა

ლატვიური ინტერნეტ ტელესაიტი     sportacentrs.com   ფართოდ აშუქებს ევრობასკეტს, რაც არ არის გასაკვირი: ლატვიაში კალათბურთი ჰოკეის შემდეგ ან ჰოკეისთან ერთად, სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად  ითვლება. ამის გარდა, ტალინში ივლისში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის პირველობაზე ლატვიის საკალათბურთო ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლამ (მეორე ადგილი დაიკავეს)  და სლოვენიაში  ევრობასკეტზე ლატვიის ეროვნული გუნდის შთამბეჭდავმა თამაშმა კალათბურთისადმი  ინტერესი კიდევ უფრო  გაზარდა.

ლატვიის სპორტული მედიის და ზემოაღნიშნული საიტის  ინტერესს  აგრეთვე ქართული კალათბურთი და საქართველოს ნაკრების  თამაშიც იწვევს. ახლა ამას დაემატა მათი ინტერესი ქართველი ჟურნალისტის - თენგიზ პაჭკორიას მიმართ, რომელიც ბოლო წლებში  აშუქებს (მათ შორის „მსოფლიო სპორტის“ საიტზე) არა მარტო ქართული სპორტის და კერძოდ, კალათბურთის ამბებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მასმედიაში აქვეყნებს მასალებს  ლატვიის საკალთბურთო  ნაკრებების თამაშებზე. ასევე, წლეულს ზაფხულში, იურმალაში ყოფნის დროს, თენგიზმა კომპანია „ძინტარსის“ მიერ მოწყობილ საერთაშორისო ფოტოკონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ეს ინტერვიუ  ჩაწერილია 13 სექტემბერს, ლუბლიანაში, ლატვია-საფრანგეთის მატჩის შემდეგ, ეთერში კი 14 სექტემბერს გავიდა. როგორც თავად თენგიზმა გვითხრა, ინტერვიუ დაახლოებით 20 წუთიანი იყო,  ეთერში და საიტზე კი შემცირებული ვარიანტით დაიდო. ინტერვიუში საუბარია ქართულ და ლატვიურ კალათბურთზე, ნაკრებებზე, მწვრთნელ აინარს ბაგატსკისის მოღვაწეობასა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე. იხ. ინტერვიუ:

 

http://sportacentrs.com/basketbols/izlases/14092013-koloritais_bagatska_kolegis_gruzija_fano_

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117806