ფეხბურთი

19:17 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთი" დუშეთში მოემზადება

 

დღეს ფოთის ,,კოლხეთი 1913'' შეკრებაზე დუშეთში გაემგზავრა, სადაც ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპს გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა თან 24 ფეხბურთელი იახლა: ლაშა ძაგანია, ლაშა კუკავა, გიორგი კილასონია, ამირან წაბრია, ლაშა გოგონაია, გიორგი კრასოვსკი, ნიკა თომაევი, თემურ ბეჩეხია, ალეკო ქორჩილავა, ბექა ხოშტარია, აპოლონ სარსანია, გურამ მახარაძე, ლევან გულუა, პაატა ცხვიტარია, გია ჩადუნელი, დავით ხოჭოლავა, ლევან ყიფიანი, დათა სიჭინავა, ილია მაღრაძე, შალვა კვანტალიანი, კოსტა ბარამიძე, ლევან კაკულია, ვაჟა ნემსაძე, თემურ შარაშენიძე.

 როგორც "კოლხეთი 1913" პრესამსახურის უფროსის გია ეჯიბიასგან შევიტყვეთ ფოთელები შეკრებაზე 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 11 თებერვალს "კოლხეთი 1913" თბილისში ,,გაგრას'' შეხვდება, 13–ში დუშეთში თბილისის ,,სასკოს'', 15–ში საგურამოში თბილისის ,,ლოკომოტივს'', 17–ში დიღომში თბილისის ,,დინამოს'', 20 –ში კი დუშეთში მოსამზადებელი ციკლის ბოლო შეხვედრას, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის გუნდთან ჩაატარებს.

 

ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163361