ფეხბურთი

15:57 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"კლუჟმა" გიორგი ჭანტურია წარადგინა

ქართველი შემტევი გიორგი ჭანტურია ოფიციალურად "კლუჟის" ფეხბურთელია. დღეს რუმინულმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელი წარადგინა და გიორგის 11-ნომრიანი მაისური გადასცა.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა "კლუჟში" დაბრუნებულ გიორგი ჭანტურიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორია თქვენი ფიზიკური მდგომარეობა და რამდენ ხანში შეძლებთ თამაშს?

- თავს მშვენივრად ვგრძნობ და ფიზიკური მდგომარეობაც კარგი მაქვს. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 90 წუთი ვითამაშე. "ვერონაში" მოსამზადებელი ეტაპი კარგად ჩავამთავრე და 100%-ით მზად ვარ.

- რას ფიქრობთ ბოლოდროინდელ "კლუჟზე"?

- ვფიქრობ, გუნდი უმაღლესი ტიტულისთვის იბრძოლებს. ჯერჯერობით სეზონის სტარტია და გუნდი კარგად გამოიყურება - ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ.

გიორგი ჭანტურიამ "კლუჟის" გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები მათ გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113801