ფეხბურთი

20:49 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა თვალი იმობილეს დაადგა

 

Sky Italia-ს ცნობით, “დორტმუნდი” “ტორინოში” მოთამაშე 23 წლის თავდამსხმელის, ჩირო იმობილეს შეძენით დაინტერესდა.

მიმდინარე სეზონის ბოლოს, “დორტმუნდს” რობერტ ლევანდოვსკი ტოვებს და იურგენ კლოპს მისი შემცვლელის მოძებნა დასჭირდება. იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა თვალი იმობილეს დაადგა, რომლის სატრანსფერო უფლებებს “იუვენტუსი” და “ტორინო” იყოფენ.

ჩირო იმობილეს ძალიან კარგი სეზონი აქვს. სერია A-ს 21 თამაშში მან 13 გოლი გაიტანა და არცერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით, რაც გათამაშებაში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ 23 წლის თავდამსხმელმა თამაშში “ტორინოს” მხრიდან პირველი გოლის გატანა 10-ჯერ მოახერხა, რაშიც მას ბადალი ასევე არ ჰყავს.

0.113758