ფეხბურთი

14:47 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლიმენტი წიტაიშვილი: "ჩვენ გვინდა გუნდი გადავარჩინოთ"

კლიმენტი წიტაიშვილი თავის დროზე თემურ ქეცბაიასთან ერთად კვიპროსული "ანორთოსისის" ღირსებას იცავდა, მაშინდელი "ანორთოსისს" კი, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორი ხმაურიანი გამოსვლა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე.

34 წლის წიტაიშვილმა საფეხბურთო კარიერა თითქოს დაასრულა და მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში ჩამოვიდა, მას ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელობა მიანდეს, თუმცა სატურნირო ცხრილის ბოლოში მყოფი "ზუგდიდს" საკმაოდ ბევრი პრობლემები ჰქონდა, დაფინანსებით დაწყებული, საფეხბურთო პირობებით დამთავრებული და ახალგაზრდა მწვრთნელს და გუნდის ხელმძღვანელობას შორის წამოჭრილი უთანხმოების შედეგად წიტაიშვილი გადადგა.

თუმცა ახალი მწვრთნელის გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგაც გააგრძელა წიტაიშვილმა სამწვრთნელო შტაბში მუშაობა და დარასელიასგან როგორც შევიტყვეთ, კლიმენტი ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს.

წიტაიშვილს ქუთაისის "ტორპედოსთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ დავუკავშირდით:

- პირველ რიგში გილოცავთ ნანატრ გამარჯვებას, რის ხარჯზე მოახერხა "ზუგდიდმა" საკმაოდ ამბიციური ქუთაისის "ტორპედოს" დამარცხება?

გმადლობთ. გუნდში სწორი მუშაობის ხარჯზე შევძელით სასურველი შედეგის მიღწევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ახალი მწვრთნელის ჩამოსვლამ. დარასელია პროფესიონალია, მისმა არჩეულმა სწორმა ტაქტიკამ და ფეხბურთელების შრომამ მოიტანა ეს გამარჯვება. 

- "ზუგდიდი" გადარჩენისთვის იბრძვის. შესწევს გუნდს საამისო ძალა, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩეს?

- წლეულს მაქსიმალურად ბევრი ქულები უნდა დავაგრვოთ, რათა კონკურენტები შორს არ გაგვექცნენ. მომავალი წლიდან კი გუნდი უფრო გაძლიერდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუგდიდელი გულშემატკივრები გავახაროთ.

როგორც შევიტყვეთ ფეხბურთში დაბრუნებას აპირებთ, როდის გახვალთ მოედანზე "ზუგდიდის" მაისურით?

დიახ, ასეა გადავწყვიტე ფეხბურთში დაბრუნება. 

ასაკთან ერთად კარიერაში საკმაო პაუზაც გქონდათ. ძნელი არ იქნება კონდინციების აღდგენა?

- გეთანხმებით, ძნელი იქნება, მაგრამ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, მალე შევძლებ მოედანზე გასვლას, 34 წლის ვარ, ჯერ კიდევ შემიძლია ფეხბურთის თამაში და ის რისი შესაძლებლობაც მაქვს მინდა "ზუგდიდს" მოვახმარო.

დაბოლოს. რას პირდებით ზუგდიდელ გულშემატკივარს?

- ჩვენ გვინდა გუნდი გადავარჩინოთ და ამისთვის ვიბრძოლებთ, რაც მთავარია არის სწორი მიდგომა და ნაყოფიერი მუშაობა, ზუგდიდელ გულშემატკივარს ბევრ გამარჯვებებს და ღირსეულ ადგილს ვპირდებით სატურნირო ცხრილში.

წარმატებებს გისურვებთ.

 

ედემი ელერჯია

Loading...
0.193377