ფეხბურთი

22:15 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო ჯენტილე “სიონს” გაწვრთნის

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა კლაუდიო ჯენტილე შვეიცარული “სიონის” მთავარი მწვრთნელი გახდა.

კლაუდიო ჯენტილე 60 წლისაა. ის ფეხბურთს 1971-88 წლებში თამაშობდა. 1973-84 წლებში, “იუვენტუსის” შემადგენლობაში, მან სერია A-ში 283 თამაში ჩაატარა.

ყოფილ ცენტრალურ მცველს სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს. 2000-2006 წლებში ის იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს თავკაცობდა, რომელმაც, 2004 წელს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. იმავე წელს, ჯენტილე იტალიის ოლიმპიური ნაკრების თავკაცი იყო და ის გუნდს ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114567