ფეხბურთი

23:39 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კიევომ” კორინი დააბრუნა

“კიევოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 43 წლის იტალიელი სპეციალისტი ეუჯენიო კორინი დააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც ვერონელებმა “მილანთან” უგოლო ფრე ითამაშეს და ზედიზედ მე-8 მოუგებელი თამაში ჩაატარეს, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯუზეპე სანინოს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა. სანინოს შემცვლელი მალევე მოუძებნეს – “კიევოს” ეუჯენიო კორინი გაწვრთნის, რომელიც კლუბში გასულ სეზონშიც მუშაობდა.

2012-13 წლების სეზონში, კორინის მიერ გაწვრთნილმა “კიევომ” სერია A-ში მე-12 ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდეგ, მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. ამჯერად, ვერონელებმა კორინისთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11065