ფეხბურთი

12:52 | 5.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი ქართველი მოლდოვის ჩემპიონატში

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიაში (უმაღლესი ლიგა) კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი  - კაკი ჯანელიძე ითამაშებს. 

რიბნიცას “ისკრა-სტალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჯანელიძე მათ რიგებში ცოტა ხნის წინა ჩაირიცხა. 
21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია, ხსენებულ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თამაშის და გუნდის დახმარების ძალიან დიდი სურვილი აქვს. მისი თქმით, რიბნიცაში ყოფნა მოსწონს და ერთადერთი პრობლემა რაც ჰქონდა, რუსული ენის სწავლაა, რომელსაც ახლა ეუფლება. 
ლაშა თაბაგარი 
 
Loading...
0.113303