ფეხბურთი

18:24 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია და ყაზაიშვილი “ლევანტეს” დაუზავდნენ

ჰოლანდიაში საფეხბურთო სეზონის განახლებამდე, არნემის “ვიტესმა” მე-5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ესპანურ “ლევანტესთან” ფრედ (1:1) ითამაშა.

არნემელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კაშიამ “ვიტესს” ორი ტაიმი შეუცვლელად უკაპიტნა. ვაკო ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ლევანტე” 32-ე წუთზე ბარალის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა, ხოლო მე-80 წუთზე პროპერმა ანგარიში გაათანაბრა. აქვე გეტყვით, რომ 55-ე წუთზე, კაშიამ “ვიტესის” საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ბარალმა შეასრულა, მაგრამ პიტ ველტუიზენმა დარტყმული ბურთი მოიგერია.

0.165765