ფეხბურთი

1:27 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარპინი “მალიორკას” გაწვრთნის

მოსკოვის “სპარტაკის” ექს-თავკაცი ვალერი კარპინი ესპანური “მალიორკას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბალეარული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, რუსი სპეციალისტის კანდიდატურა დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა.

კარპინის სამწვრთნელო შტაბში ასისტენტები ხუან ხოსე ვილა, ედუარდო დომინგესი და მეკარეთა დამრიგებელი მიკი გარო შევლენ.

რუსი მწვრთნელის პრეზენტაცია ოთხშაბათს დღის პირველ ნახევარში შედგება.

ერთადერთი კლუბი, სადაც კარპინს უმუშავია, “სპარტაკია”. იგი მოსკოველებს 2009-2012 და 2012-2014 წლებში ავარშიჯებდა.

0.112326