ფეხბურთი

19:56 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლოსი: “ალბა და მარსელო საუკეთესონი არიან”

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი აცხადებს, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” მარცხენა მცველები ხორდი ალბა და მარსელო, თავიანთ პოზიციაზე, მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

ცოტა ხნის წინათ, ჟოან კაპდევილამ განაცხადა, რომ ხორდი ალბას შეუძლია რობერტო კარლოსზე უკეთესი ფეხბურთელი გახდეს. ამის საპასუხოდ, ალბას მიმართ საქებარი სიტყვები თავად 40 წლის ბრაზილიელმაც არ დაიშურა.

“მარსელოსთან ერთად, ალბა საუკეთესო მარცხენა მცველია. ის თანაბრად მნიშვნელოვანია დაცვასა და შეტევაში. გარდა ამისა, ალბას გოლის გატანაც შეუძლია.” – აცხადებს რობერტო კარლოსი.

0.101194