ფეხბურთი

19:31 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კარდიფმა” ზაა და ფაბიო გაიფორმა

“კარდიფმა”, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” 2 ფეხბურთელი დაიმატა. უელსელებმა ვილფრიდ ზაა ინათხოვრეს, ხოლო ფაბიო იყიდეს.

ცოტა ნის წინათ, დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ფაბიოს გაყიდვას, ხოლო ზაას განთხოვრებას აპირებდა. დღეს, ეს ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურდა.

“კარდიფის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 23 წლის უნივერსალი განაპირა მცველის, ფაბიო პერეირა და სილვა გუნდში 35-ე ნომრით ითამაშებს. გარიგების დეტალები და კონტარქტის ხანგრძლივობა უცნობია.

ფაბიო “მანჩესტერში” 2008 წლიდან თამაშობდა. “წითელი ეშმაკების” მაისურით გამართულ 56 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს 2 მატჩი ეროვნულ გუნდშიც აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება 21 წლის შემტევს, ვილფრიდ ზაას, ის “კარდიფში” სეზონის ბოლომდე, არენდის წესით ითამაშებს.

0.120692