ფეხბურთი

12:32 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანდრევა 35 მილიონი ღირს

რომის “ლაციოს” პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს – ანტონიო კანდრევას ფასი დაადო და მისი შეძენის მსურველებს განუცხადა, რომ იტალიელი 35 მილიონი ევრო ღირს.

იტალიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თავის რიგებში ხილვა ტურინის “იუვენტუსს” სურდა. ეს შესაძლო ტრანსფერი კი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც “ბებერმა ქალბატონმა” “ვერონადან” ხუან იტურბეს შეძენა ვერ შეძლო.

გასულ სეზონში კანდრევამ 37 შეხვედრა ჩაატარა და თავი თორმეტი გოლითა და შვიდი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111052