ფეხბურთი

12:26 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: ,,დავიდ ლუისი ჩვენთან რჩება"

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას" “ჩელსის" ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის შეძენა სურს. “არისტოკრატების” თავკაცის განცხადებით, “ბარსელონას" ლუისის გადაბირების შანსი არ აქვს და ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში დარჩება.

“ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით, ლუისი ჩემი გეგმის ნაწილია. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კლუბი მას არანაირ ფასად არ გაყიდის", _ განაცხადა BT sport-თან საუბრისას ჟოზე მოურინიომ.

გავრცელებული ჭორების თასობაზე, თითქოს ბრაზილიელს “ბარსელონაში" გადასვლა უნდოდეს, მოურინიომ აღნიშნა: "არ ვიცი, მან ეს თქვა თუ არა, შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ის წასვლას არსად აპირებს".

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა “ჩელსის" ლუისის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119044