ფეხბურთი

14:48 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” ლუკას მოურა სურს

ტურინის “იუვენტუსი” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის – ლუკას მოურას შეძენითაა დაინტერესებული. აპენინური მედიის ცნობით, ტურინელები 21 წლის ბრაზილიელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.

უახლოეს პერიოდში, “იუვენტუსი” პსჟ-ს ლუკას მოურას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს. ჯერჯერობით, გარიგების ფინანსური დეტალები, უცნობია.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მოურამ 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113997