ფეხბურთი

12:48 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ოგბონასთვის 13 მილიონი გამოყო

ტურინული კლუბები – “იუვენტუსი” და “ტორინო” უკანახაზელ ანჯელო ოგბონას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ბებერი სინიორა” თანაქალაქელებს მცველის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს სთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსმა” “ტორინოს” 12 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან ოგბონას კლუბმა 15 მილიონი ევრო მოითხოვა. მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ, მხარეები 13 მილიონზე შეთანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსი” ოგბონასთვის 10 მილიონი ევროსა და ჩირო იმობილეს სატრანსფერო უფლებების 50%-ის დასათმობადაც იყო მზად, მაგრამ “ტორინო” ამ წინადადებამ არ დააკმაყოფილა.

 

0.112155