ფეხბურთი

10:50 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” adidas-თან ითანამშრომლებს

ტურინის “იუვენტუსმა” სპორტული ეკიპირების გერმანულ ბრენდ adidas-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

იტალიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, შეთანხმება ძალაში ორი წლის შემდეგ (2015/2016 წლების სეზონიდან) შევა და ექვს წელიწადზეა გათვლილი. თანხა, რომელსაც ტურინელები ამ კონტრაქტის თანახმად მიიღებენ, 139,5 მილიონი ევროა.

გარდა ამისა, ახალი ტექნიკური სპონსორი ვალდებული იქნება, რომ adidas-ის ფორმით “ბებერი ქალბატონის” ყველა ასაკობრივი გუნდი შემოსოს. 2015 წლის 30 ივნისამდე “იუვენტუსის” ტექნიკურ სპონსორად Nike დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11389