ინტერვიუები

14:45 | 11.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “რეალზე” ფიქრისთვის დრო არ მრჩება”

გერმანიის ბოლო 2 წლის ჩემპიონის, “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგისთვის ბრძოლას აზრი აღარ აქვს და აქცენტს ჩემპიონთა
ლიგისა და გერმანიის თასის მოგებაზე გააკეთებს. მიუხედავად ამისა, ის ჩემპიონატის
დარჩენილ მატჩებშიც ქულების მაქსიმუმის ასაღებად იბრძოლებს.
კლოპმა ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Bild-ს მისცა და ისიც აღნიშნა, რომ მადრიდის
“რეალის” გაწვრთნაზე ჯერ არ ფიქრობს.
-    რატომ “ჩამოწერეთ “გერმანიის ჩემპიონატი?
-    რომ მეთქვა, 12 ქულიანი ჩამორჩენა ბევრია, მაგრამ მისი აღმოფხვრა შეიძლება-თქო, მაშინ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვერ გამიგებდა. ბავარიელებს მხოლოდ თავად შეუძლიათ საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნან და არ მგონია, მათ ეს გააკეთონ.
-    რატომ?
-    ისინი მაქსიმალურად მობილიზებული არიან. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვიზრუნეთ, რომ “ბაიერნი” მეტად კონცენტრირებული ყოფილიყო, უფრო მერად, ვიდრე ალპინისტი კლდეზე.
-    მაგრამ “ბაიერნს” თუ ფეხი მაინც დაუცდება, მზად ხართ მათი ადგილის დასაკავებლად?
-    ჩვენ თავმოყვარეები ვართ და მუდამ ქულათა მაქსიმუმის დასაგროვებლად ვიბრძვით. მაგრამ 12-ქულიანი ჩამორჩენის პირობებში ჩვენ მონადირეები კი არა, უფრო დამკვირვებლები ვართ.
-    მეორე წრისთვის რაიმე სიურპრიზს ხომ არ ამზადებთ?
-    რატომ ელით ამას მხოლოდ ჩვენგან?! ვგეგმავთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. ეს აუცილებელია. გვსურს, რომ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ ჩემპიონთა ლიგაზე და თუ თასის დაუფლებაც გვსურს, აუცილებლად უნდა ვაჯობოთ “ბაიერნს”. აუცილებელია, რომ რაღაც დიდი გავაკეთოთ.
-    მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებისთვის თქვენ სასურველი მწვრთნელი ხართ ახალ სეზონში.
-    ეს იმის მანიშნებელია, რომ “რეალის” წინააღმდეგ ჩვენს თამაშს ბევრმა უყურა და ჩვენი ფეხბურთი მოეწონა. როგორც ჩანს, გუნდში კვლავ გერმანელი მწვრთნელის ხილვა სურთ, მაგრამ მე “რეალისთვის” დრო არ მრჩება.
-    აპირებთ ზამთარში ნური შაჰინის გუნდში დაბრუნებას?
-    ამის შესახებ საერთოდ ვერაფრს გეტყვით. ის, რომ ნურისთან კონტაქტს მუდამ ვინარჩუნებდი და ეს ურთიერთობა ახლაც გრძელდება, საიდუმლო არაა. უნდა დაველოდოთ, რას მოიფიქრებს თავად შაჰინი.
-    შაჰინს თქვენ, როგორც მწვრთნელი, ხომ არ სჭირდებით, რომ ტოპ-თამაში აჩვენოს?
-    მაშინ ეს რაღა თქმა უნდა სიტუაციათა დიდებული შერწყმა იყო. ნური გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც წავიდა, მაგრამ “რეალში” ტრავმირებული მივიდა. სწორედ ეს იყო პრობლემა. არ ვიცი, რას აპირებს “ლივერპულში” მასთან დაკავშირებით ბრენდან როჯერსი. არ მგონია, საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს მისი 10 ნომრად გამოყენება.
-    პერიშიჩი “ვოლფსბურგში” გადავიდა და განაცხადა, რომ თქვენ არასდროს გითქვამთ მისთვის, რატომ არ ათამაშებდით...
-    ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და შეიძლება ისე მოხდეს, რომ თავიდან ვერ ითამაშო. ივანს უდიდესი პოტენციალი აქვს და მაქვს შეგრძნება, რომ მისი სრულად გახსნა ვერ მოვახერხე.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127669