ფეხბურთი

15:08 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: “მუნდიალის მოგებას ვიმსახურებთ”

გერმანიის ეროვნული ნაკრების პლეიმეიკერ მესუთ იოზილს მიაჩნია, რომ მისი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგებას იმსახურებს.

“გერმანიას მუნდიალის მოგება ეკუთვნის. მთელი ქვეყანა ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის. 2010 წელს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და საკვირველი იყო, კარგად რომ ვიასპარეზეთ. ამჯერად, ზეწოლა მეტია. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან უკანასკნელ 4 წელში სხვა ფეხბურთს ვთამაშობდით.

მუნდიალის მოგება ურთულესი იქნება. ბრაზილია ფავორიტია, მაგრამ გვინდა ისტორიაში შევიდეთ და სამხრეთ ამერიკიდან პირველი ოქრო ევროპაში წამოვიღოთ. ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს”, - განუცხადა იოზილმა გერმანულ მედიას.

 

0.112862